მომსახურების სფეროები
უძრავი ქონების შეფასება
უძრავი ქონება წარმოადგენს საინვესტიციო სფეროს ბრუნვაში არსებულ საქონელს. მის (უძრავი ქონების) ობიექტს წარმოადგენს სხვადასხვა დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასთან დაკავშირებული გაუმჯობესებები, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები, ბინები, სახლები, კოტეჯები, საოფისე, კომერციული დანიშნულების და სხვ. შენობა ნაგებობანი.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, უძრავი ქონება შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების საკუთრებაში. ამავე დროს, უძრავ ქონებას მფლობელისთვის მოაქვს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი შემოსავალი, რომელიც დამოკიდებულია უძრავი ქონების გამოყენების სახეზე.

შედეგად წარმოიქმნება უძრავის ქონების შეფასების (ღირებულების დადგენის) მოთხოვნა. იგი თავის თავში მოიცავს ღირებულების განსაზღვრის სხვადასხვა ტიპს. ყველაზე გავრცელებულია უძრავი ქონების საბაზრო, სალიკვიდაციო და აღდგენითი ღირებულების განსაზღვრა.

საბაზრო ღირებულება
წარმოადგენს გამოთვლად ფულად სიდიდეს რომლითაც გაიცვლება ქონება შეფასების თარიღისთვის დაინტერესებულ მყიდველსა და დაინტერესებულ გამყიდველს შორის "გაშლილი მკლავის" პრინციპით ტრანსაქციისას, მართებული მარკეტინგის ჩატარების შემდეგ, როდესაც თითოეული მხარე მოქმედებს გათვითცნობიერებულად, წინდახედულად და ძალდატანების გარეშე. ე.ი. ფასი, რომლითაც კლიენტი ყიდულობს უძრავ ქონებას, რომელიც ფლობს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას. გამოიყენება ყიდვა-გაყიდვის და იჯარის თანხის მოცულობის განსაზღვრის დროს და ა. შ..

სალიკვიდაციო ღირებულება ტრადიციულად მცირეა მის საბაზრო ღირებულებაზე, რადგან იგი წარმოიქმნება უძრავი ქონების გაყიდვისთვის საჭირო დროის (ექსპოზიციის) მაქსიმალურად შემცირების ხარჯზე.

აღდგენითი ღირებულების განსაზღვრა ძირითადად გამოიყენება დაზღვევის დროს, რადგან ითვალისწინებს დაზღვევის გამოყენებას უძრავი ქონების აღდგენისას.

საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეფასების უფლება აქვს როგორც იურიდიულ აგრეთვე ფიზიკურ პირს.

უძრავი ქონების შეფასება და მისი ღირებულების დადგენა, მთლიანად ან ნაწილობრივ (წილობრივად) არსებული სახელმწიფო, რაიონულ, საქალაქო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, სრულდება ამ ქონების პრივატიზაციის, იჯარით გაცემის, მართვის უფლების გადაცემის, ქონების გამოყენებისას თავდებობის ობიექტად, მისი რეალიზაციის ან გასხვისებისას, ვალდებულებების გადაცემისას, ქონების გადაცემა საწესდებო კაპიტალის და იურიდიული პირების ფონდების წილობრივი შენატანის, უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრისას, ქონების გამოსყიდვის დროს. აგრეთვე გადასახადების გადახდის კონტროლისა და გადახდასდაქვემდებარებული ბაზის განსაზღვრისთვის.

კერძო პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა (შეფასება) ხდება ყიდვა-გაყიდვის (უძრავ ქონებაზე უფლების გადაცემა), აუქციონზე გატანისა და ქონებაზე წილების განსაზღვრის და გადანაწილების, უძრავი ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანის, ახალი მეწილეების მოზიდვის, აქციების ემისიის, უძრავი ქონების ლიკვიდაციის, იჯარით გაცემის, გადასახადსდაქვემდებარებული ბაზის განსაზღვრის, დაზღვევის, იპოტეკის, საინვესტიციო პროექტების, ინვესტორების მოზიდვის, სამართლებრივი დავის, მემკვიდრეობის უფლებების განსაზღვრისას და სხვ.

საკუთრების ტიპის მიუხედავად, ქონების ობიექტის შეფასებისათვის წარომდგენილი უნდა იქნას ქონებაზე საკუთრების უფლების დამატასტურებელი იურიდიული და ტექნიკური დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის სრულ ჩამონათვალს მოგაწვდით უშუალოდ შემფასებელი.

უძრავი ქონების შეფასების ღირებულებაზე არ მოქმედებს შესაფასებელი ობიექტის ღირებულება. იგი განისაზღვრება ობიექტის შეფასების სირთულისა და დაცილების საფუძველზე.
გვერდის ბმული
X
პრომო პროდუქტები
ალტერნატიული აუდიტი წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის პროექტს, რომელიც გულისხმობს ”როიალ აუდიტის”  მიერ ეკონომიკური სუბიექტის საგადასახადო შემოწმებას შემოსავლების სამსახურის მიერ
[ სრულად ]
კურსი ”საბანკო საქმე უფასო სტაჟირებით” განკუთვნილია როგორც ეკონომიკური, ასევე არაეკონომიკური განათლების მქონე მსმენელთათვის, რომელთაც
[ სრულად ]
,,კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრი” აუდიტორებსა და ბუღალტრებს სთავაზობს ახალ პროდუქტს - ,,პრაქტიკული აუდიტი”.
[ სრულად ]
შემთხვევითი ფოტო
ვალუტის კურსი
24/04/2014
UAH
10
UAH
1.5260
EUR
1
EUR
2.4319
RSD
100
RSD
2.1017

ჩვენი პარტნიორები


icqe.ge

icqe.ge

icqe.ge